,,ევროპარლამენტში არის პოლიტიკოსთა ჯგუფი, რომელსაც აქვს მხოლოდ ერთი მიზანი – დასაჯონ ბიძინა ივანიშვილი”- შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით,  ევროპარლამენტში არის პოლიტიკოსთა ჯგუფი, რომელსაც აქვთ მხოლოდ ერთი მიზანი – დასაჯონ ბიძინა ივანიშვილი და  ხელისუფლებაში დააბრუნონ მიხეილ სააკაშვილი.

პაპუაშვილის თქმით, ამ ყველაფერს ხედავს ქართველი ხალხი და სწორედ ამიტომ, მსგავსი სახის განცხადებებზე რეაქცია არ აქვთ.

„რაც შეეხება ევროპარლამენტთან დაკავშირებულ საკითხს, ვფიქრობ, ჩვენი საზოგადოებისთვის უკვე ყველაფერი ნათელია, ვხედავთ, რომ ევროპარლამენტში არის ჯგუფი პოლიტიკოსებისა, რომლებიც არიან საქართველოს თვითგამოცხადებული მეგობრები, საქართველოს მიმართ არ აქვთ არანაირი ინტერესი, გარდა ერთისა. 2012 წლიდან მოყოლებული, ევროპარლამენტში არის პოლიტიკოსთა ჯგუფი, რომელსაც აქვს მხოლოდ ერთი მიზანი – დასაჯონ ბიძინა ივანიშვილი, ხელისუფლებაში დააბრუნონ მიხეილ სააკაშვილი. ამას ვუყურებთ მთელი წლების განმავლობაში. მიზეზი, საბაბი, შეიძლება, იყოს სხვადასხვა, მაგრამ არსი ყოველთვის არის ერთი.

სინამდვილეში ეს არის ჯგუფი პოლიტიკოსებისა, რომლებიც არა საქართველოს, მიხეილ სააკაშვილის მეგობარია. მათი მიზანია ბიძინა ივანიშვილის დასჯა, რადგან მან ქართველ ხალხთან ერთად, მიხეილ სააკაშვილი ჩამოაცილა ხელისუფლებას და მათი მიზანია მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში დაბრუნება. ამას ხედავს ქართველი ხალხი, ამიტომაც არის, რომ ასეთი სახის განცხადებებზე რეაქცია არ არის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

მსგავსი თემები