„არგენტინა-ხორვატიის თამაში იყო, არ მეცალა” – ზარქუა ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე

უმრავლესობის წევრის, ირაკლი ზარქუა განცხადებით,  საქართველოს დაკავშირებით ევროპარლამენტში გამართულ დებატებს თვალი არგენტინისა და ხორვატიის საფეხბურთო ნაკრებების თამაშის გამო ვერ მიადევნა.

მისივე თქმით, წარმოუდგენია იქ რა იქნებოდა.

„მომიტევეთ, გუშინ იყო არგენტინა-ხორვატიის თამაში, არ მეცალა, ვერ მოვიცალე და ვერ მივადევნე. თუმცა ახლა იქ ფოტიგა, კუბილიუსი და ის რომ იქნება, ბუნებრივია იქ რა იქნებოდა, წარმომიდგენია. ბოდიშს გიხდით, ვერ მოვისმინე იმიტომ, რომ გუშინ ძალიან მნიშვნელოვანი თამაში იყო და ვულოცავ არგენტინას ფინალში გასვლას. ბოდიშს გიხდით კიდევ ერთხელ, არ მაქვს ინფორმაცია,“ – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

 

მსგავსი თემები