,,პირში ვარდის წყალი გამოივლეთ რა როცა “ქართულ ოცნებასთან” მიმართებაში ლაპარაკობთ”- ბექა ოდიშარია

,,პირში ვარდის წყალი გამოივლეთ რა როცა “ქართულ ოცნებასთან” მიმართებაში ლაპარაკობთ და თქვენ მაინც ნუ გვასწავლით ჩვენ მებრძოლი ბიჭების პატივისცემას,”- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ ”სტრატეგია აღმაშენებლის” წევრის, პაატან მანჯგალაძის მისამართით განაცხადა.

,,ცხოვრებაში დარწმუნებული ვარ სამშობლოს გულისთვის ავტომატი ხელში არ გჭერია, 2008 წელს სად იყავი მე და ჩემი მეგობრები იქ რომ ვიყავით, არ მახლდა სხვათაშორის, არც ტელეოპერატორი, არც კიდევ სელფებს ვიღებდი რა, არც არავის ნებართვა დამჭირვებია და დაორგანიზება სადმე რომ წავსულიყავი. ასე რომ პირში ვარდის წყალი გამოივლეთ რა როცა “ქართულ ოცნებასთან” მიმართებაში ლაპარაკობთ და თქვენ მაინც ნუ გვასწავლით ჩვენ მებრძოლი ბიჭების პატივისცემას”,- განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

მსგავსი თემები