,,მედიკამენტები, რომლითაც მიხეილ სააკაშვილს მკურნალობენ თვითმკვლელობისკენ მიდრეკილებას იწვევს”- ადვოკატი

მიხეილ სააკაშვილის  ადვოკატის შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, მედიკამენტები, რომლითაც მიხეილ სააკაშვილს მკურნალობენ თვითმკვლელობისკენ მიდრეკილებას იწვევს.

მისი თქმით, ხვალინდელ სასამართლო პროცესზე, დაკითხვის დროს ექსპერტები იმ დიაგნოზებს გაასაჯაროებენ, რაც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნაშია ასახული.

„ეს წამლები აკრძალულია წამლის სააგენტოს და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ. იწარმოება რუსეთში და მხოლოდ რუსეთის ფედერაციაში არის დასაშვები. ნორმალურ სახელმწიფოში ეს მედიკამენტები პაციენტებს არ ეძლევათ იმიტომ, რომ თვითმკვლელობისკენ მიდრეკილებას იწვევს. გეუბნებოდით, ძალიან საინტერესო და სკანდალურ ამბებს ნახავთ ამ საქმეში-მეთქი და ხვალიდან იწყება ეს ყველაფერი. დიახ, საქართველოში ეს წამლები არ უნდა იყოს გამოყენებული და ამ დროს ათასობით ადამიანზე გაიცემა, მარტო სააკაშვილზე არ არის საუბარი”, – განაცხადა ხაჭაპურიძემ.

 

 

მსგავსი თემები