,,წინა წელს, საქართველოს ჰქონდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა 10.5% და წელსაც აქვს ორნიშნა ეკონომიკური – ზრდა 10. 2 %“- არჩილ თალაკვაძე

„გვსურს მხარი დავუჭიროთ პრემიერ-მინისტრის და მთავრობის გადაწყვეტილებას ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით. ეს არის სტრატეგიული გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას და უსაფრთხოებას მნიშვნელოვნად გააძლიერებს“, –  განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მისი თქმით, ასეთი გადაწყვეტილების მიღების და ამ მასშტაბის ეკონომიკური პროექტის განხორციელების საშუალება  ჩვენს ქვეყანას – საქართველოს  მისცა ხელისუფლების სწორმა პოლიტიკამ, რომელიც ქვეყნის სტაბილურობის და უსაფრთხოების  განმტკიცებაზე, ეკონომიკურ ზრდაზე და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ქვეყენის ინტეგრაციაზეა ორიენტირებული.

„იმ ფონზე, როდესაც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და ჩვენმა პოლიტიკურ გუნდმა ენერგეტიკის სფეროში მოცულობით ინვესტიცია და 2000 მგვტ  მეტი მოცულობის ახალი  პროექტები დააანონსა, გუშინ ევროკავშირის მხრიდან გაკეთდა ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება საქართველოსა და ევროკავშირს  შორის ელექტროენერგიის წყალქვეშა კაბელის პროექტის განხორცილებაზე, რომლის მთლიანი ინვესტია   2.3 მილიარდი ევროა და ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც რადიკალური ოპოზიცია უმტკიცებს საზოგადოებას, რომ საქართველო, თითქოს, ევროპას დაშორდა და თანამშრომლობა შესუსტდა. წინა წელს, სანამ უკრაინაში რუსეთის აგრესია და ომი დაიწყებოდა, საქართველოს ჰქონდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა 10.5% და წელსაც, ჩვენს ქვეყნას ასევე  აქვს  ორნიშნა ეკონომიკური – ზრდა 10. 2 %“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

მსგავსი თემები