,,400 დღე რა დღითი დღე მძიმდება, კარგით რა მართლა და მართლა, 400 დღე საუბრობთ ერთი კაცის სიკვდილზე”- კობახიძე სააკაშვილზე

”ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას პასუხობს და  აღნიშნავს, რომ 400 დღე არ შეიძლება, საკუთარი ბელადის სიკვდილზე საუბარი“.

მისი თქმით, ერთადერთი, რაზეც  პასუხისმგებლობას იღებს სახელმწიფო, ეს არის ადამიანის უფლებების დაცვა, ნებისმიერი პატიმრისთვის, როგორი მძიმე დანაშაულიც არ უნდა ჰქონდეს მას ჩადენილი“.

,,გირჩევთ, რომ ეს აბსურდული ტერმინები ამოიღოთ ლექსიკიდან. საკუთარ ლიდერზე ამ სიტყვებით, რომ ლაპარაკობთ, ეს არის უკვე რაღაცებზე მიმანიშნებელი. როგორი პოლიტიკური ინტერესიც არ უნდა გქონდეთ, ჯობია სხვა სიტყვები გამოიყენოთ. 400 დღე არ შეიძლება ადამიანის სიკვდილზე ისაუბრო 400 დღე. არ შეიძლება საკუთარი ბელადის სიკვდილზე ისაუბრო, სირცხვილია, 400 დღე რა დღითი დღე მძიმდება, კარგით რა მართლა და მართლა. 400 დღე საუბრობთ ერთი კაცის სიკვდილზე, ეს აჩვენებს თქვენ დამოკიდებულებას ამ კაცის მიმართ და დაანებეთ ამ კაცს თავი,”- განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი თემები