,,უკრაინაში მიმდინარე რუსეთის აგრესიულმა ომმა კიდევ 6 ქართველის სიცოცხლე შეიწირა”- შალვა პაპუაშვილი

პარლამენტმა უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო.

 „ბოლო დღეებში უკრაინაში მიმდინარე რუსეთის აგრესიულმა ომმა კიდევ 6 ქართველის სიცოცხლე შეიწირა, კიდევ ექვსმა ოჯახმა დაკარგა შვილი, მეუღლე, ძმა, მამა, მინდა საქართველოს პარლამენტის სახელით მივუსამძიმრო მათ ოჯახებს, მეგობრებს, მთლიანად საქართველოს და გთხოვოთ წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ დაღუპულების ხსოვნას“,-განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პლენარულ  სხდომაზე.

 დეპუტატებმა უკრაინაში დაღუპულ ქართველი მებრძოლების ხსოვნას წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი.

 

მსგავსი თემები