რუსეთი იძულებულია 40 წელზე მეტი ხნის რაკეტები გამოიყენოს – Reuters 

რუსეთმა უკრაინაში, შესაძლოა, ათობით წლის წინ წარმოებული საბრძოლო მასალის გამოყენება დაიწყოს, რადგან მისი საბრძოლო მასალის მარაგი იწურება. ამის შესახებ  ინფორმაციას Reuters-ი ამერიკელ სამხედრო მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

„მათ მიიღეს მოძველებული საბრძოლო მარაგი, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მზად არიან გამოიყენონ ძველი საბრძოლო მასალები, რომელთა ნაწილი წარმოებულია 40 წელზე მეტი ხნის წინ“, – განაცხადა ოფიციალურმა პირმა.

მაღალჩინოსნის განცხადებით, ძველი მარაგების გამოყენება რისკებთანაა დაკავშირებული.

„სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თქვენ ტვირთავთ საბრძოლო მასალას და აჯვარედინებთ თითებს და იმედოვნებთ, რომ ის გაისვრის, ან როცა დაეშვება, აფეთქდება“, – აღნიშნა ამერიკელმა სამხედრო მაღალჩინოსანმა.

 

მსგავსი თემები