,,ტვიტერმა“ დონალდ ტრამპი ასობით აქტივისტი თანამშრომლის ზეწოლის შედეგად დაბლოკა”- ილონ მასკი

ილონ მასკი განცხადებით, აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს არ დაურღვევია სოციალური ქსელ „ტვიტერის“ წესები და ის ზეწოლის გამო დაბლოკეს.

„ასობით აქტივისტი თანამშრომლის ზეწოლის შედეგად, „ტვიტერმა“ დაბლოკა ტრამპი, მოქმედი პრეზიდენტი, იმის მიუხედავად, რომ ისინი თავად აცნობიერებდნენ, მას არ დაურღვევია წესები“, – დაწერა მასკმა.

დონალდ ტრამპის ანგარიში სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ 2021 წლის 6 იანვარს ტრამპის მომხრეების მიერ კაპიტოლიუმზე შტურმის შემდეგ დაბლოკეს. კომპანიაში მაშინ განაცხადეს, რომ ეს აკრძალვა უკავშირდებოდა ძალადობისკენ წაქეზების რისკს.

თუმცა, ილონ მასმა „ტვიტერში“ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ანგარიში გასულ თვეში აღადგინა.

მსგავსი თემები