ნიდერლანდები მზადაა, შექმნას ტრიბუნალი რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის გასასამართლებლად

ნიდერლანდები მზადა  შექმნას ახალი, გაეროს მიერ მხარდაჭერილი ტრიბუნალი, რათა განიხილოს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის საქმე. ამის შესახებ განცხადება ორშაბათს ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა.

ვოპკე ჰოექსტრას განცხადებით, ნიდერლანდები, ევროკავშირთან ერთად ეძებს საერთაშორისო მხარდაჭერას და დაფინანსებას ტრიბუნალისთვის და რომ ახალი სასამართლო არ უნდა ჩაერიოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მუშაობაში, რომელიც ასევე ნიდერლანდებში მდებარეობს.

„მზარდი კონსენსუსია იმის შესახებ, რომ ჩვენ გვჭირდება სპეციალური ტრიბუნალი აგრესიის აქტის, ომის დაწყების დანაშაულის სასამართლო განხილვისთვის. ამას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ვერ გააკეთებს“, – განაცხადა ვოპკე ჰოექსტრამ.

მსგავსი თემები