„თუ ეს დამოკიდებულია რუსეთზე, მაშინ ომი არ იქნება“ – სერგეი ლავროვი

რუსეთი აცხადებს, რომ ომი არ იქნება. აღნიშნული განცხადება რუსეთის საგარეო მინისტრს ეკუთვნის, თუმცა, მას თან მოსდევს წინაპირობა.

„თუ ეს დამოკიდებულია რუსეთზე, მაშინ ომი არ იქნება.  ომები არ გვინდა, მაგრამ, ასევე, არ დავუშვებთ ჩვენი ინტერესების ფეხქვეშ გათელვას და მათი იგნორირების უფლებასაც არავის მივცემთ“ – აცხადებს კრემლის საგარეო მინისტრი სერგეი ლავროვი.

ეს განცხადება კი მას შემდეგ გაკეთდა, რაც ამერიკამ კრემლში ოფიციალური დოკუმენტი გაგზავნა, რომელიც რუსეთში ამერიკის ელჩმა მიიტანა.

ლავროვი არც იმას მალავს, რომ ნატოს გაფართოვების საკითხი რუსეთისთვის არადამაკმაყოფილებელია.

ნატო-სგან პასუხი იმდენად იდეოლოგიზირებული იყო, იმდენად გამოხატავდა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გამორჩეულობას, მის განსაკუთრებულ მისიებს, რომ ცოტა შემრცხვა იმ ადამიანების ნაცვლად, ვინც ეს ტექსტები დაწერა“, –  ასე პასუხოს კრემლი შტატების გზავნილს.

ლავროვი განმარტავს, რომ რუსეთისთვის უკრაინასთან ომის დაწყებაზე ფიქრიც კი მიუღებელია.

ამერიკა რუსეთს გამაფრთხილებელ წერილს უგზავნის, კრემლი უკმაყოფილოა

მსგავსი თემები