„მსოფლიოში კონფლიქტური პოტენციალი იზრდება”- ვლადიმერ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, დასავლეთის მიერ დომინანტობის შენარჩუნების მცდელობის შედეგად, მსოფლიოში კონფლიქტური პოტენციალი იზრდება.

პუტინის თქმით,  დასავლეთი გაცნობიერებულად მიდის ქაოსის გამრავლებასა და საერთაშორისო სიტუაციის გამწვავებაზე.

„მსოფლიოში კონფლიქტური პოტენციალი იზრდება და ეს არის დასავლეთის ზოგიერთი ელიტის მიერ თავიანთი პოლიტიკური, ეკონომიკური, ფინანსური, სამხედრო და იდეოლოგიური დომინანტობის ნებისმიერი საშუალებებით შენარჩუნების მცდელობის პირდაპირი შედეგი. ისინი გაცნობიერებულად მიდიან ქაოსის გამრავლებასა და საერთაშორისო სიტუაციის გამწვავებაზე. აშშ და მათი სატელიტები ფსონს დებენ ძალისმიერ ფაქტორზე. ამით, ფაქტობრივად, დაანგრიეს სტრატეგიული სტაბილურობის არქიტექტურა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში იქმნებოდა, აგრესიულად აფართოებენ ნატო-ს ექსპანსიის გეოგრაფიას“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

მსგავსი თემები