უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, მერი აკოპიანის განცხადებით, უკრაინის ტერიტორიის დაახლოებით 30% დანაღმულია და მის სრულად გაწმენდას, დაახლოებით 10 წელი დასჭირდება.
,,ჩვენი სპეციალისტების ანალიზისა და შეფასებით, უკრაინის ტერიტორიის დაახლოებით 174 ათასი კვადრატული კილომეტრი დღეს რჩება დანაღმული. ეს არის ჩვენი ტერიტორიების დაახლოებით 30%, შედარებისთვის, ოთხი შვეიცარია.
ჩვენ დავისახეთ ძალიან ამბიციური მიზანი, რომ 10 წელიწადში შევძლებთ ყველა ამ ტერიტორიის გაწმენდას. როგორც ჩანს, ბევრია, მაგრამ ამ ტიპის სამუშაოებისთვის ეს საკმარისი არ არის.” – განაცხადა აკოპიანმა.