,,გვინდა ვნახოთ საქართველო ევროკავშირში”- ანალენა ბერბოკი

,,საქართველოში ჩამოვედი ძალიან კონკრეტული გზავნილით, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ხაზი გავუსვათ – ჩვენ გვინდა ვნახოთ საქართველო ევროკავშირში და გვინდა ქართველებმა გაამდიდრონ ევროკავშირი,”- ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა.

აღნიშნული შესახებ მინიტრმა ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

,,ჩვენ გერმანიაში გასული კვირების განმავლობაში ძალიან ინტენსიურად ვაკვირდებოდით თქვენ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, თუ რა ხდებოდა უცხოური აგენტების კანონპროექტთან დაკავშირებით და ფრიალებდა ევროპული დროშები. მე მართლაც ვიყავი დიდი შთაბეჭდილების ქვეშ, რომ თბილისის ქუჩებში გამოდიოდნენ ქართველი მანდილოსნები და მამაკაცები, რომლებიც აფრიალებდნენ ევროპულ დროშას, ასევე, ეს ყველაფერი ხელს უწყობდა სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას. ჩვენი გამოცდილება ევროპაში არის ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, ეს არის შანსი, რწმენა ევროპული ღირებულებებისა და ასევე არის სტიმული, ასევე, ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, შეიძლება ამით იამაყო. საქართველო არის ევროკავშირი, ამაში დაგვარწმუნა არა მხოლოდ გასულმა კვირებმა, არამედ გასულმა წლებმაც და ადამიანები საქართველოს მოსახლეობა, მათი ადგილი არის ევროკავშირში, სწორედ ამიტომ, საქართველოში ჩამოვედი ძალიან კონკრეტული გზავნილით, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ხაზი გავუსვათ – ჩვენ გვინდა ვნახოთ საქართველო ევროკავშირში და გვინდა ქართველებმა გაამდიდრონ ევროკავშირი. ჩვენ მხარს დაგიჭერთ ამ გზაზე. თქვენ გყავთ მეგობრები ბრიუსელსა და ბერლინში, ვისი იმედიც შეიძლება გქონდეთ, რომლებიც თანასწორად და გულწრფელად დაგიჭერენ მხარს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე”, – განაცხადა ანალენა ბერბოკმა.

მსგავსი თემები