სელინ დიონს იშვიათი ნევროლოგიური დაავადების დიაგნოზი დაუსვეს

მომღერალ სელინ დიონს ნევროლოგიური დაავადება დაუდგინდა, რომლის ძირითადი სიმპტომიც კუნთების უკონტროლოდ დაჭიმვაა. ამის შესახებ სელინ დიონმა გულშემატკივრებს ვიდეოთი შეატყობინა და აღნიშნა, რომ სიმპტომების შესამცირებლად ყველაფერს აკეთებს.

„დიდი ხანია, ჯანმრთელობის პრობლემები მაქვს. სირთულეებთან გამკლავება და იმაზე საუბარი, რაც გამოვიარე, ძალიან გამიჭირდა. ახლახან იშვიათი ნევროლოგიური დაავადების დიაგნოზი დამისვეს, რომელიც მილიონში მხოლოდ ერთ ადამიანს შეიძლება დაემართოს. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ამ იშვიათი დაავადების შესწავლის პროცესში ვართ, ახლა ვიცით, რომ ჩემს სპაზმებს სწორედ ის იწვევდა”,- განაცხადა სელინ დიონმა.

SPS-ის დიაგნოზს მილიონიდან მხოლოდ ერთ ადამიანს უსვამენ. დაავადება არ იკურნება, თუმცა მკურნალობით მისი პროგრესირების შენელება შესაძლებელია.

მსგავსი თემები