,,რუსეთის დანაშაული უკრაინელების წინააღმდეგ, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, უპრეცედენტოა”- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის,  ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსული არმიის დანაშაული უკრაინელების წინააღმდეგ, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, უპრეცედენტოა. მისივე თქმით,  რუსეთში 2 მილიონზე მეტი უკრაინელი გადაიყვანეს იძულებით.

,,რუსეთის ფედერაციის დანაშაულები უკრაინის ტერიტორიაზე და განსაკუთრებით უკრაინელების წინააღმდეგ, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, უპრეცედენტოა. უკრაინის ქალაქები, ჩვენი დასახლებები და სოფლები უბრალოდ ნადგურდება რუსული არტილერიის მიერ. არა ერთი, არც ორი, არამედ, ათობით ასეთი დანგრეული ქალაქი და სოფელია.

აღმოჩენილია ფილტრაციის ბანაკები. ხდება უკრაინელების იძულებითი დეპორტაცია რუსეთში, 2 მილიონზე მეტი ადამიანი გაიყვანეს. ასევე, ხდება უკანონო შვილად აყვანა რუსულ ოჯახებში ჩვენი უკრაინელი ბავშვების, რომლებიც რეალურად გაიტაცეს უკრაინიდან. ეს ყველაფერი რეალურია“, – განაცხადა ზელენსკიმ უდამიანის უფლებათა საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

მსგავსი თემები