ბრიტანეთმა რუსეთის უშიშროების თანამშრომლებსა და სამხედრო პერსონალს სანქციები დაუწესა

დიდმა ბრიტანეთმა 30 კორუმპირებულ პოლიტიკურ ფიგურას, ადამიანის უფლებების დამრღვევებს და კონფლიქტებთან დაკავშირებულ სექსუალურ ძალადობაში დამნაშავე პირებს სანქციები დაუწესა.

ბრიტანეთის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, სანქცირებულია რუსეთის სამხედრო საგამოძიებო დეპარტამენტის 534-ე განყოფილების გამომძიებელი ვალენტინ ოპარინი, როსტოვის ოლქის პროკურორი ოლეგ ტკაჩენკო, რომელმაც ჩვენების მისაღებად წამების მეთოდი გამოიყენა.

სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ, ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის თანამშრომელი ანდრეი ტიშენინი და ოპერატიული ოფიცერი არტურ შამბაზოვი. მათ 2015 წელს აწამეს უკრაინელი აქტივისტი ალექსანდრე კოსტენკო.

ასევე სანქციები დაწესდა რუსეთის არმიის პოლკოვნიკ რამილ იბატულინის მიმართაც, რომელიც 90-ე სატანკო დივიზიის მეთაურად მსახურობდა. აღნიშნული სატანკო დივიზია ფრონტის ხაზზე იმყოფებოდა რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი უკანონო შეჭრის დაწყებიდან.

 

მსგავსი თემები