მაკრონის გადაწყვეტილებით, 18-25 წლის ახალგაზრდებისთვის პრეზერვატივი უფასო იქნება

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის გადაწყვეტილებით, 2023 წლის 1 იანვრიდან აფთიაქები პრეზერვატივებს 18-25 წლის ახალგაზრდებს უფასოდ მისცემენ.

პრეზიდენტის განცხადებით, ახალგაზრდებში სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები იზრდება, სწორედ ამიტომ ქვეყანა მცირე პრევენციულ რევოლუციას იწყებს.

„აფთიაქებში პრეზერვატივი უფასო იქნება 18-25 წლის მოზარდებისთვის. ეს 1 იანვრიდან დაიწყება. ეს არის პატარა რევოლუცია პრევენციაში“, – განაცხადა მაკრონმა ახალგაზრდების ჯანმრთელობის შესახებ ეროვნული საბჭოს სხდომაზე.

მსგავსი თემები