თუ კიევი მოისურვებს, ომი შეიძლება ხვალ დასრულდეს – დიმიტრი პესკოვი

კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვი მტკიცებით, რუსეთს შეუძლია ომი უკრაინაში ნებისმიერ დროს დაასრულოს, თუ პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მოისურვებს.

მისივე თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ეს იცის.

,,ზელენსკიმ იცის, როდის შეიძლება დასრულდეს ეს ყველაფერი, ეს ყველაფერი ხვალ შეიძლება დასრულდეს, თუკი (კიევი) მოისურვებს”,- განაცხადა პესკოვმა.

მსგავსი თემები