,,ჩანასახშივე ჩანს, რომ ევროპულ რეკომენდაციებს ბოიკოტს უცხადებენ”- მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე

,,საკუთარ ქვეყანას აბრალებენ რომ ქართველი ხალხი და მათი ქვეყანა, ირჩევს რუსულ ხელისუფლებას და მართავს რუსული ხელისუფლება. ამ ნარატივის გატანა უნდათ როგორც ქვეყნის შიგნით, შიგნით არავინ იჯერებს ამას და ქვეყნის გარეთ ცდილობენ ამ ნარატივის დანერგვას,”- ამის შესახებ  „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები, ქვეყნისთვის მნიშვნელოვან მომენტში ევროპულ რეკომენდაციებს ბოიკოტს უცხადებენ.

„ყველაფერი ხელისგულზეა, შევასრულებთ თუ არა, ქართული საზოგადოებაც და საერთაშორისო საზოგადოებაც ხომ დაინახავს. რანაირად უნდა მოხდეს, რომ არ შევასრულოთ და მერე სხვა რამეს დავაბრალოთ? თუ ჩვენ ეს გეგმა მოქმედებაში არ მოვიყვანეთ, რაზეც ვილაპარაკეთ და ხვალიდან პირველი შეხვედრა რომ არის პარლამენტის თავმჯდომარესთან, საქმიანად არ მივუდექით, არ ვიმუშავეთ, ნორმები არ შევქმენით, თითოეული პუნქტი მოქმედებაში არ მოვიყვანეთ, ვის მოატყუებ გულით რომ გინდოდეს, როგორ უნდა მოატყუო საზოგადოება ან ქვეყნის შიგნით არ ქვეყნის გარეთ? ახლა ყველაფერს ლაპარაკობენ იმის გარდა, რომ ჩაერთვებიან ამ პროცესში და მონაწილეობას მიიღებენ ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებაში. ყველაზე ცუდი ის არის, რომ იმ დროს, როდესაც შენი ქვეყნისთვის ასეთი მნიშვნელოვანი მომენტი დგას, როდესაც მთავარი საკითხი, დათქმა და პირობა ამ რეკომენდაციების შესრულებაა, ჩანასახშივე ჩანს, რომ ევროპულ რეკომენდაციებს ბოიკოტს უცხადებენ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ ,,იმედის” ეთერში.

მსგავსი თემები