,,ჩვენ ამას ვაკეთებთ, მაგრამ ვინ დაიწყო”- პუტინი უკრაინას ადანაშაულებს

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში ენერგეტიულ ობიექტებზე თავდასხმაში , თავად უკრაინა დაადანაშაულა.

პუტინმა, რომელმაც განსაკუთრებით გაზარდა უკრაინის ენერგო სისტემაზე თავდასხმები ხარკოვიდან ჯარების გასვლის შემდეგ, თქვა, რომ ეს ყველაფერი კიევის დაწყებულია.

“ახლა დიდი ხმაურია ჩვენი თავდასხმების შესახებ მეზობელი ქვეყნის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე. დიახ, ჩვენ ამას ვაკეთებთ. მაგრამ ვინ დაიწყო ეს? ვინ მოხვდა ყირიმის ხიდზე, ვინ ააფეთქა ელექტროგადამცემი ხაზები კურსკის ატომური ელექტროსადგურიდან, ვინ არ მიიტანა წყალი დონეცკში?  – განაცხადა პუტინმა. 

 

 

მსგავსი თემები