,,გვაქვს ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ”- პაველ ჰერჩინსკი

,,ჩვენ გვაქვს ინფორმაცია ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებული ბოლოდროინდელი ცნობების შესახებ,” – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ექსპრეზიდენტის ყველა უფლება სრულად იყოს დაცული

,,ჩვენ რა თქმა უნდა საქმის კურსში ვართ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ, რაც ჩვენი შეშფოთების საგანია. ჩვენ კავშირზე ვართ მის ოჯახის წევრებთან და ადვოკატებთან, ისევე როგორც ხელისუფლების შესაბამის წარმომადგენლებთან. ჩვენი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის ყველა უფლება იყოს დაცული და რაც შეეხება მის მომავალს, ეს რა თქმა უნდა საქართველოს სასამართლოების გადასაწყვეტია”, – აღნიშნა პაველ ჰერჩინსკიმ.

 

მსგავსი თემები