,,ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილი”- გიული ალასანია

მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანიას მიმართვას ავრცელებს, რომელიც სოციალურ ქსელში, მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქგვერდზე გავრცელდა.

გიული ალასანიას განცხადებით, ექსპრეზიდენტი სიკვდილის პირასაა.

„მინდა, მივმართო ქართულ საზოგადოებას. ჩემი შვილი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი და უკრაინის რეფორმათა ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე სიკვდილის პირასაა. კლინიკის ექიმები სასოწარკვეთილებაში არიან.

ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილი, ხელისუფლებას, ქართულ და საერთაშორისო საზოგადოებას. როდესაც პროცესი შედგება, ვთხოვ ყველა არაგულგრილ ადამიანს, მოვიდეს სასამართლოსთან და მშვიდობიანად, ყოველგვარი პოლიტიკის გარეშე, გამოხატოს პოზიცია ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად.

ცხოვრებაში არასოდეს მომიმართავს ასეთი მოწოდებით, მაგრამ ახლა ძალიან მძიმე მომენტი დამიდგა და ყველას სოლიდარობისა და სულგრძელობის იმედი მაქვს“, – ნათქვამია გიული ალასანიას მიმართვაში.

მსგავსი თემები