,,აღენიშნება სისუსტე, მოძრაობის შეზღუდვა, წონაში კლება” – “ვივა მედის” კლინიკური დირექტორი

კლინიკა “ვივა მედის” დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს სისუსტე, მოძრაობის შეზღუდვა, წონაში კლება აღენიშნება.

მისი თქმით,  მზადაა მივიდეს სასამართლოში და მისცეს ჩვენება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.

,,რა თქმა უნდა პაციენტს აღენიშნება სისუსტე და მოძრაობის შეზღუდვა. რა თქმა უნდა, ეს არის. მე ახლა პროგნოზს ვერ გავაკეთებ ვერანაირად, დეზინტოქსიკაციურ თერაპიაზე ვერაფერს გეტყვით, ამისთვის უნდა არსებობდეს ტოქსიკოლოგის დასკვნა, ჩვენთან დასკვნა არ არის წარმოდგენილი, თუმცა ჩვენ გვაქვს ანალიზები შესრულებული ამ ინტოქსიკაციასთან დაკავშირებით, ასევე კონსულტირებულია ჩვენი ტოქსიკოლოგების მიერ. აღენიშნება წონაში კლება, იცით თქვენ, მეტს ვერაფერს გეტყვით”, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

მსგავსი თემები