,,2022 წელს 33 ქართველი დაეცა ბრძოლის ველზე და ერი მთავრობას ეხვეწებოდა იგლოვეო. ისინი კი არ გლოვობდნენ. პატივით დაასაფლავეთაც არა, იგლოვეო,”- ამის შესახებ ”დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია წერს.
მისი თქმით, საქართველოს სტორიული მეხსიერება ბევრი რამით არის დამძიმებული და ახლა ამ წუთებშიც მძიმდება და მძიმდება.
,,რა პოლიტიკა და რა დემოკრატია და რა იდეალები. ადამიანი სიცოცხლე არ წარმოადგენს ფასეულობას.
ისტორიის წიგნში რომ წაიკითხავს ბავშვი: საუკუნეების განმავლობაში ქართველები ეწირებოდნენ იმპერიასთან ბრძოლას. 2022 წელს 33 ქართველი დაეცა ბრძოლის ველზე და ერი მთავრობას ეხვეწებოდა იგლოვეო. ისინი კი არ გლოვობდნენ. პატივით დაასაფლავეთაც არა, იგლოვეო. თქვი რომ სიკვდილი ცუდიაო, ოჯახს უთხარი ‘ვიზიარებო’.
და მთავრობაში ხალხი იყოფოდა ასე: ‘არ ვიტყვი’, ‘ არ დაუვალებიათ და არ ვიტყვი’, ‘ახალ წელს ნუ მიფუჭებ’ …
ჩვენი ისტორიული მეხსიერება ბევრი რამით არის დამძიმებული და ახლა ამ წუთებშიც მძიმდება და მძიმდება,”- წერს ელენე ხოშტარია.