,,ძალიან ბევრი საინტერესო მტკიცებულება გვაქვს, საკმაოდ შეიარაღებული ვართ მტკიცებულებებით”- შალვა ხაჭაპურიძე

,,ძალიან ბევრი საინტერესო მტკიცებულება გვაქვს, წინასწარ ამას არ გავაჟღერებ. საკმაოდ შეიარაღებული ვართ მტკიცებულებებით,”- ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა.

ექს პრეზიდენტის გათავისუფლებასთან ან სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი მიმდინარე კვირაში გაიმართება, კონკრეტული თარიღი დღეს გახდება ცნობილი.

,,ძალიან ბევრი საინტერესო მტკიცებულება გვაქვს, წინასწარ ამას არ გავაჟღერებ. საკმაოდ შეიარაღებული ვართ მტკიცებულებებით, ექსპერტიზის დასკვნით და ა.შ. დანარჩენი დაველოდებით მეორე მხარეს, კონსილიუმი როდის შესრულდება, საკმაოდ საგანგაშო სიტუაცია დააფიქსირეს. არის დაავადება ერთ-ერთი 78 კილოს რომ ხდება პაციენტი, უკვე კახექსიაზეა საუბარი და უკვე ექიმებმა დააფიქსირეს 73 კილო. ნებისმიერ დროს შეიძლება სიტუაცია დადგეს კრიტიკული”, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

მსგავსი თემები