უკრაინამ, ომის დაწყების შემდეგ 13 000-მდე ჯარისკაცი დაკარგა – მიხაილო პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, ომის დაწყების შემდეგ, 13 000-მდე უკრაინელი სამხედრო დაიღუპა.

პოდოლიაკი გამოეხმაურა ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებას, რომლის თქმითაც უკრაინის დანაკარგები 100 000 ჯარისკაცს შეადგენს.

,,გვაქვს გენერალური შტაბის ოფიციალური შეფასებები, არის ოფიციალური შეფასებები, რაზედაც უმაღლესი მთავარსარდალი საუბრობს და რომლის თანახმადაც, დაღუპულთა რაოდენობა 10-დან 12,5-13 ათასამდე აღწევს,”- გნაცხადა პოდოლიაკმა.

 

მსგავსი თემები