ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, უკრაინისთვის ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემა „პეტრიოტის“ გადაცემაზე საუბარი ჯერ ნაადრევია.
მისივე თქმით, ალიანსი თანხმდება უკრაინისთვის, ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემებით დახმარების საჭიროებაზე.
„აუცილებელია, რომ გერმანიის მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დასაცავად შეთავაზებული სამი „პეტრიოტის“ შესახებ დისკუსია განცალკევებული იყოს უკრაინისთვის დამატებითი ანტისაჰაერო თავდაცვითი სისტემების მიწოდების საკითხისგან. ჩვენ ვთანხმდებით, რომ არსებობს მწვავე საჭიროება, უკრაინას დავეხმაროთ, მათ შორის ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემებით“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.