,,ჩემს მონატრებას ამით ვებრძვი, რომ ვნახულობ ჩემი შვილის დახვრეტის კადრებს”- ნიკო კვარაცხელიას დედა

,,ძალიან მიჭირს, მაგრამ ჩემ მონატრებას ამით ვებრძვი, რომ ჩემი შვილის დახვრეტის კადრებს ვნახულობ. დამხვრეტი იყო ჭელიძე, დედა, რომელმაც ჭელიძე გაზარდა, დედა არ არის და ეს ოჯახი საერთოდ ოჯახი არ არის,”- ამის შესახებ ვერაზე მოკლული, ნიკო კვარაცხელიას დედამ განაცხადა.

„წინა სხდომაზე მკვლელმა კავილაძემ იმდენად გააშიშვლა “მეფეც” და იმდენად გააშიშვლა თავისი თავიც, ხელის გულზე დადო ყველაფერი. ვიღაცას მოუწოდა, ვინც პარლამენტში მუშაობს, ასევე, ახალგაზრდას მოუწოდა, ვისაც ქვეყანა დატოვებული აქვს და სადღაცაა, თუ არ მიშველით და აქედან არ დამიხსნით, ყველას სათითაოდ დაგადებთ ხელსო. მე არ ვიცი ვინ არის საზღვარგარეთ, ვინ მუშაობს პარლამენტში, ვიკითხოთ,”- განაცხადა ნიკო კვარაცხელიას დედამ.

იზა ომაძის თქმით, ის არ აპირებს დამკვეთების სახელებს და გვარებს არ დაასახელებს.

„თქვენ იცით კონკრეტული სახელები და გვარები, რომელმა მშობლებმაც დაასახელეს გვარები და იცით ის მშობლები დღეს სად არიან, ერთი ერთ საფლავში წევს, მეორე – მეორე საფლავში. ამიტომ, სხვისი შვილები რომ გადავარჩინო, მე არ დავასახელებ, სახელებს და გვარებს დაასახელებს გიორგი კავილაძე. ჩემი შვილის თაობას არ მოუკლავს ნიკა კვარაცხელია, ნიკა კვარაცხელიას მკვლელობა ალბათ, ძალიან შორეული საბჭოეთის ქვეყნიდან მოდის, ალბათ, იქ დაიგეგმა, ალბათ რუსეთიდან. ვფიქრობ, კავილაძის ოჯახიც და კავილაძეც ძალიან ფასეულია, ამიტომ მან ყველაფერი იცის, გაასაჯაროონ მისი აყვანის, დაკითხვის კადრები. პოლიციელები პირად საუბრებში აბსოლუტურად შეძრულები ჰყვებოდნენ, თუ რა მძიმე იყო მკვლელის დაჭერა და იმის მოსმენა, თუ როგორ მოკლეს ნიკო კვარაცხელია დაკვეთით.

აკო ჭელიძემაც და გიორგი კავილაძემაც აუცილებლად უნდა დაასახელონ, ამის მოლოდინი მაქვს, აუცილებლად ისინი დაასახელებენ. გიორგი კავილაძე საცოდავი, შეუმდგარი ახალგაზრდა, „ნუთელაზე“ და კაკაოზე გაზრდილი ახალგაზრდა ვერ გაუძლებს ციხეში სამუდამოდ ჯდომას. მე არ ვიცი, ვის დაასახელებს, მე არანაირი ინტერესი არ მაქვს, კაკულიები დაასახელოს, მფარველები, ვფიქრობ, ძალიან სერიოზული ადამიანები არიან. მთელი საქართველო დგას ჩვენ გვერდით, რადგან შეუძლებელია მფარველები დაასახელონ, ამიტომ ვფიქრობ, ძალიან სერიოზულია მფარველი,”- აღნიშნა იზა ომაძემ.

მსგავსი თემები