,,ჩემი შვილი არ ადანაშაულებს საქართველოს ხელისუფლებას მოწამვლაში”- გიული ალასანია

,,ჩემი შვილი არ ადანაშაულებს საქართველოს ხელისუფლებას მოწამვლაში, თუ მოწამვლა შედგა, მიაჩნია, რომ არის უცხო სახელმწიფოს კვალი,”- ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა.

გიული ალასანიამ ყველას მოუწოდებს პოლიტიკური ქუელბის დაწერისგან და პოლიტიკური მიზნით ხელის გაშვერისგან თავი შეიკავონ.

,,ჩემი შვილი არ ადანაშაულებს ქართველებს და საქართველოს ხელისუფლებას მოწამვლაში, თუ სასიკვდილო მოწამვლა მართლაც შედგა, მას ასე მიაჩნია, აქ არის იმ უცხო სახელმწიფოს კვალი და სტილი, რომელიც, მოგეხსენებათ ჩემ შვილს მტრად მიიჩნევს. ამერიკაში ეს ტესტები გაკეთდა საუკეთესო ლაბორატორიაში, კალიფორნიაში, რომელიც ითვლება ნომერ პირველ ლაბორატორიად და ანალიზიც გაუკეთდა საუკეთესო ტოქსიკოლოგების მიერ, რა თქმა უნდა, ისინი ძალიან უფრთხილდებიან და სათუთად ეკიდებიან მათ რეპუტაციას და ზერელედ ამ საკითხს არავითარ შემთხვევაში არ მოეკიდებოდნენ ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არის პროვოკაცია ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, ყველას მოვუწოდებ, პოლიტიკური მიზნით ხელის გაშვერისაგან თავის შეკავებისაგან და ჩემი შვილის გაუარესებული ჯანმრთელობაზე პოლიტიკური ქულების დაწერისგან თავის შეკავებას. აქ წყდება მოგეხსენებათ ადამიანის, ჩემი შვილის ამ შემთხვევაში, სიკვდილ სიცოცხლის საკითხი და ყველას ვთხოვ დედის პოზიციას ყურადღებით მოეპყროს და მაქსიმალური თავშეკავება გამოავლინოს. ჩემი შვილი არ აპირებს რაიმე მონაწილეობა გააგრძელოს ქართულ პოლიტიკაში და მან ეს განცხადება არაერთხელ გააკეთა სასამართლო პროცესებზე ასევე, და იმედი მაქვს სამართლიანი გადაწყვეტილების. გვახსოვდეს, რომ ყოველგვარი სპეკულაცია ვნებს ჩემი შვილის ისედაც ძალზედ გაუარესებულ ჯანმრთელობას და გთხოვთ, პატივი სცეთ ჩემი შვილის და ჩვენი ოჯახის ღირსებას”, – თქვა გიული ალასანიამ.

მსგავსი თემები