სიღნაღში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ისტორიული თაღი ჩამოინგრა

სიღნაღში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ისტორიულილ თაღი ჩამოინგრა.  ამის შესახებ ინფორმაციას სიღნაღის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

მუნიციპალიტეტის ცნობით, სიღნაღის თაღი ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რომლის აღდგენა უახლოეს პერიოდში გახდება შესაძლებელი.

ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. ტერიტორიაზე ამ დრომდე რჩებიან კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები.

მსგავსი თემები