გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ტყვიავში ხანძარი მსხვერპლით დასრულდა. გარდაცვლილი 45 წლის მამაკაცია.
ხანძრის შედეგად დაიწვა სამი სახლი. ადგილობრივების ინფორმაციით, ცეცხლი სავარაუდოდ, სიგარეტის ნამწვისგან გაჩნდა.
ადგილზე მობილიზებულები იყვნენ მეხანძრე-მაშველები, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.