,,მშვიდობის მტრებს“ 9 დეკემბერს დაანონსებული აქვთ აქცია, რასაც მიაღწევენ, ყველა ნახავს”- ირაკლი კობახიძე

„ნაციონალურ მოძრაობაში“ არიან მშვიდობის მტრები, უნდა იყვნენ მტრედები და არიან მტრები, შესაბამისად მშვიდობის მტრები აანონსებენ ასეთ აქციას 9 დეკემბერს,”- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით,  სინამდვილეში, მათ აღიზიანებთ არა სლოგანები, არამედ მშვიდობა ამ ქალაქში.

„არა მარტო აპროტესტებდნენ ისინი წინა სლოგანებს, არამედ საკუთარი ალტერნატიული სლოგანები ჰქონდათ. მაგალითად, ნიკა გვარამიას ჰქონდა პირდაპირ შემოთავაზებული სლოგანი: „სიკვდილით სავსე ქალაქი“, ეს არის ამ პოლიტიკური პარტიის სლოგანი, მათივე სლოგანია „თბილისი-ომის ქალაქი“ და არა მარტო სლოგანი, არამედ – მიზანი. 9 დეკემბერს მშვიდობის მტრებს დაანონსებული აქვთ აქცია, მშვიდობის ქალაქის წინააღმდეგ და ამ სლოგანის წინააღმდეგ. ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ სინამდვილეში მათ აღიზიანებთ არა სლოგანი და სლოგანები, არამედ თავისთავად აღიზიანებთ მშვიდობა ამ ქალაქში. ეს არის ერთადერთი მიზეზი. ისინი არიან მშვიდობის მტრები, უნდა იყვნენ მტრედები და არიან მტრები, შესაბამისად, მშვიდობის მტრები აანონსებენ ასეთ აქციას 9 დეკემბერს. რასაც მიაღწევენ ამით, ყველა დაინახავს. თბილისში, საქართველოში, ისევე როგორც ყველგან, გარდა ამ მცირე გამონაკლისისა, ადამიანებს უნდათ მშვიდობა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქალაქისთვის, ასევე ჩვენი მეგობარი ქვეყნებისთვის, უკრაინისთვის, კიევისთვის. ეს არის ჩვენი დამოკიდებულება და მათი დამოკიდებულებაა მშვიდობის მტრობა“,- განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი თემები