უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურის, ვალერი ზალუჟნის ინფრომაციით, 9 ნოემბერს ორი მიმართულებით 7 კილომეტრით დაწინაურდნენ და 12 დასახლებული პუნქტი დაიბრუნეს.
მისი თქმით, 1 ოქტომბრიდან, ხერსონის მიმართულებით, უკრაინული ჯარების წინსვლა მტრის თავდაცვის სიღრმეში 36,5 კმ-მდეა. ამ დროის განმავლობაში უკრაინამ შეძლო კონტროლის აღდგენა 41 დასახლებაზე.
ზალუჟნის განცხადებით, ხერსონის მიმართულებით უკრაინის თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს ლოჯისტიკური მარშრუტები და მომარაგების სისტემა, დაარღვიეს მტრის სამეთაურო-კონტროლის სისტემა ამიტომ რუსებს გაქცევის გარდა სხვა გზა არ ჰქონდათ.