ორშაბათს, 9 ნოემბერს მოსკოვში, ახალგაზრდა ქალმა შვილი მე-11 სართულიდან გადააგდო. 1 წლის გოგონა მძიმე დაზიანებებით, საავადმყოფოში გარდაიცვალა.
კლინიკაშია გადაყვანილი ბავშვის 26 წლის დედაც. მოსკოვის პროკურატურის ინფორმაციით, ქალი განქორწინების შემდეგ დეპრესიაში იყო.
საქმე მკვლელობის მცდელობის მუხლითაა აღძრული, თუმცა შესაძლოა გადაკვალიფიცირდეს.