13 წლის მარიტას, რომელიც ვაკის პარკში დენის დარტყმამ იმსხვერპლა, დღეს დაკრძალავენ

13 ოქტომბრის ტრაგედიისას დაღუპულ 13 წლის მარიტა მეფარიშვილს დღეს კრძალავენ. წარმატებულს, გამორჩეულს, ჩემპიონს ჩოგბურთში, საუკეთესო მეგობარს ყველა გლოვობს. შემთხვევის ადგილი, ვაკის პარკი, სადაც ტრაგედია მოხდა სავსეა ყვავილებით, სანთლებითა და სათამაშოებით.

მარიტას დღეს ყველა, ნაცნობი თუ უცნობი დასტირის და ემშვიდობება. გოგონას პანაშვიდზე თბილისის მერი კახა კალაძეც მივიდა. სამოქალაქო პანაშვიდი კი ვაკის სამებაში გაიმართება.

ვუსამძიმრებთ ყველას და ვგლოვობთ!

 

მსგავსი თემები