,,მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას, ერთად იმუშაონ ევროკომისიის 12 მოთხოვნის შესასრულებლად”- მარკ კლეიტონი

საქართველოში ბრიტანეთის ელჩის, მარკ კლეიტონის განცხადებით, ყველა პოლიტიკურმა პარტიამ უნდა იმუშაოს ერთად და შეასრულოს 12 რეკომენდაცია.

მისი თქმით, დიდი ბრიტანეთი აღარ არის ევროკავშირის წევრი და შესაბამისად, აღარ არის პირდაპირ ჩართული ევროკომისიის 12 რეკომენდაციაზე მუშაობის პროცესში.

„თუმცა, დიდი ბრიტანეთი მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებებს ევროკავშირისა და რა თქმა უნდა, ნატო-ს წევრობისკენ. ამის უკან დგას ძალიან საბაზისო დემოკრატიული მომენტი, კერძოდ ის, რომ ქართველმა ხალხმა თქვა, რომ მათ სურთ ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანება და ყველა ძირითადი პოლიტიკური პარტია ამბობს, რომ ისინიც მხარს უჭერენ ამ წევრობას. ჩვენი პოზიცია არის ის, რომ ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას, იმუშაონ ერთად ამ 12 მოთხოვნის შესასრულებლად“, – განაცხადა მარკ კლეიტონმა.

მსგავსი თემები