,,ახლა არის დრო, ყველა პარტია გაერთიანდეს და შეასრულოს ქართველი ხალხის დაკვეთა”- კელი დეგნანი

,,ახლა არის დრო, რომ ყველა პოლიტიკური პარტია, მათ შორის მმართველი და ოპოზიციური, გაერთიანდნენ და შეასრულონ ქართველი ხალხის დაკვეთა,”- ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა. ელჩის თქმით, აშშ წუხს საქართველოში პოლიტიკური გარემოს დეპოლარიზაციის გაგრძელების გამო.

„ვეთანხმებით მოწოდებას პოლიტიკური მხარეების მისამართით, რომ გაერთიანდნენ დემოკრატიული მართლმსაჯულების და ანტიკორუფციული ამბიციური რეფორმებისთვის. ეს სამუშაო მიმდინარეობს და ეს უნდა გაკეთდეს ინკლუზიურად. ვფიქრობ, საქართველოს აქვს კანონპროექტების წარდგენის ძალიან კარგი გამოცდილება ვენეციის კომისიასთან და სხვა ევროპულ საექსპერტო სტრუქტურებთან თანამშრომლობით, რომ მიეღო უკუკავშირი მის გასარკვევად, შეესაბამება თუ არა ეს ევროპულ სტანდარტებს იმ დროს, როდესაც საქართველოს ევროპული მომავლისკენ მიმავალ გზაზე შემდეგი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი არის კანდიდატის სტატუსი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ღირებულია კანონპროექტის წარდგენა ვენეციის კომისიაში და მათი შეფასება, შეესაბამება თუ არა მომზადებული კანონპროექტი ევროკავშირის სტანდარტებს. ისევე როგორც ბოლო 30 წლის განმავლობაში, აშშ გააგრძელებს ქართველი ხალხის მკაფიო ნების მხარდაჭერას იცხოვროს უსაფრთხო, სტაბილურ, აყვავებულ დემოკრატიაში და სწორედ ამიტომ ვართ საქართველოს, საქართველოს ხალხის ევროკავშირში გაწევრიანებისა და ევროატლანტიკური მომავლის ასეთი ძლიერი მხარდამჭერები. ვიმედოვნებ, საქართველოს ყველა პოლიტიკური ლიდერი, მათ შორის, მმართველი პარტია და ოპოზიცია, ახლა გაერთიანდებიან და იზრუნებენ, რომ სამუშაო, რომელიც გაწეულია კანდიდატის სტატუსისთვის, შეესაბამებოდეს ევროკავშირის სტანდარტებს. მომენტი დადგა და მე გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველოს ლიდერები ქართველი ხალხის ამ მიზანს მიაღწევენ“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

მსგავსი თემები