21 წლის მამაკაცი, ქუჩაში, სავარაუდოდ, ნარკოტიკებით გარდაიცვალა

თბილისში, ლუბლიანას ქუჩაზე  წუხელ გარდაცვლილი ახალგაზრდა მამაკაცი ისრაელის მოქალაქეა. 21 წლის მამაკაცის თანმხლები პირი კი კრიტიკულ მდგომარეობაში კლინიკაში გადაიყვანეს.  მას  ტოქსიკურ განყოფილებაში მკურნალობენ. რაც შეეხება გარდაცვლილს, ის სტუდენტი იყო.

როგორც თვითმხილველები აცხადებენ, მამაკაცი უცებ გაითიშა და დავარდა. ცნობილია რომ ის სამედიცინოზე სწავლობდა.  გარდაცვალების მიზეზად კი ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ყოფნა სახელდება.

თბილისში უცხოეთის მოქალაქის ცხედარი იპოვეს

მსგავსი თემები