უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი სამშობლოში ჩამოასვენეს

უკრაინაში დაღუპული ლევან სახელაშვილი საქართველოში ჩამოასვენეს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ცხედარს  ოჯახის წევრები, მეგობრები, თანამებრძოლები დახვდნენ. ადგილზე იმყოფებოდა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიაც.

38 წლის ლევან სახელაშვილი ნიკოლაევის ოლქში საარტილერიო შეტევას ემსხვერპლა. პროფესიონალი სამხედრო 2012 წლამდე საქართველოს თავდაცვის ძალებში მსახურობდა. უკრაინაში საბრძოლველად ის რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების დაწყებიდან მალევე წავიდა. როგორც ჯემალ გამახარიამ აღნიშნა, დაღუპული უმაღლეს საბჭოშიც მუშაობდა და იყო ქვეყნის პატრიოტი მებრძოლი.

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლს ხუთშაბათს დაკრძალავენ.

მსგავსი თემები