რა შემთხვევაში გამოიყენებს რუსეთი ბირთვულ იარაღს – ლავროვის უწყება განცხადებას ავრცელებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, სადაც საუბარია ბირთვული იარაღის გამოყენებაზე. საგარეო უწყების განმარტებით, რუსეთი მასობრივი განადგურების იარაღს იმ შემთხვევაში გამოიყენებს თუ, საფრთხე რუსეთის სახელმწიფოებრიობას შეექმნება.

,,ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის პოლიტიკის განხორციელებისას რუსეთი ზედმიწევნით ხელმძღვანელობს იმ პოსტულატებით, რომლებიც ბირთვული ომის თავიდან არიდებას გულისხმობს. რუსეთის დოქტრინა ამ სფეროში მკაცრად არის გაწერილი და მხოლოდ თავდაცვით ხასიათს ატარებს. რეაგირება ბირთვული იარაღის გამოყენებით ჰიპოთეტურად დასაშვებია რუსეთისთვის მხოლოდ აგრესიის საპასუხოდ, მათ შორის, მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებისას, ან ისეთი ტიპის აგრესიისას, რომელიც ჩვეულებრივი შეიარაღებისას ხორციელდება, როდესაც საფრთხე თავად სახელმწიფოს არსებობას ექმნება,”- ნათქვამია უწყების განცხადებაში.

მსგავსი თემები