უკრაინელებმა რუსი სამხედროები გაანადგურეს, რომლებიც თავდასხმისთვის ემზადებოდნენ

უკრაინული მხარის ინფორმაციით, ქვეყნის თავდაცვის ძალებმა დონეცკის ოლქის მაიორსკის დასახლებულ პუნქტში 300-მდე რუსი ჯარისკაცი გაანადგურეს. ისინი მორიგ თავდასხმას გეგმავდნენ. დაჭრილები კი სამედიცინო პუნქტში გადაიყვანეს.

გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპანტების თავდასხმები რამდენიმე მიმართულებით მოიგერიეს.

„მოწინააღმდეგის თავდასხმები მოგერიებულია დონეცკის ოლქის ვოდიანეს, კამენკასა და ნეველსკოეს დასახლებებში“ – აცხადებენ გენშტაბში.

„რუსულმა ძალებმა განახორციელეს 4 სარაკეტო და 25-მდე საჰაერო დარტყმა და 70-ზე მეტი შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან. დაზარალდა 35-ზე მეტი დასახლებული პუნქტი, მათ შორის დონეცკის ოლქის სევერსკისა და პრეჩისტოვკას დასახლებები“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მსგავსი თემები