დამნაშავე ჩაქუჩით იყო შეიარაღებული და კონგრესის წევრს ეძებდა

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ოჯახზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია ვრცელდება. როგორც ადგილობრივ მედიაში ვკითხულობთ, ჩაქუჩით შეიარაღებული პირი ცდილობდა, ნენსი პელოსს გასწორებოდა.

ამერიკული მედიის ინფორმაციით, დამნაშავე  ყვიროდა „სად არის ნენსი…“ შემდეგ კი შეეცადა, პელოსის მეუღლე გაეკოჭა და თქვა, რომ ის „ნენსის დაელოება“.

შეგახსენებთ რომ ნენსი პელოსის სახლში უცნობი პირი შეიჭრა და მის მეუღლეს, ბატონ პელოსს სასტიკად გაუსწორდა.

82 წლის პოლ პელოსი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

აშშ-ის კონგრესის სპიკერის ოჯახზე თავდასხმა მოხდა

მსგავსი თემები