რუსეთში, 22 წლის სამხედრომ “კამაზით” წვევამდელებს გადაუარა – დაიღუპა 2 ადამიანი

რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთში, არხანგელსკის ოლქში, სამხედრო “კამაზმა” 20 წვევამდელს გადაუარა. მედიის ცნობით, მძღოლი 22 წლისაა და თავადაც სამხედროა.

შემთხვევა მირნის მახლობლად მდებარე სასწავლო მოედანზე მოხდა.  22 წლის მძღოლი წვევამდელების 20-კაციან კოლონას შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად დაიღუპა 2  და დაშავდა  11 წვევამდელი.

სხვა დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია.

მსგავსი თემები