,,საპატრიარქო მედიას რეგულაციებს უწესებს” – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

,,საპატრიარქომ მიიღო გადაწყვეტილება, ვისარგებლოთ უფლებით და მედიის წარმომადგენლებისთვის დავაწესოთ ვითარების შესაბამისი რეგულაციები,”- ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, აღნიშნული რეგულაციები მიზნად ისახავს საღვთო მსახურების სათანადო წესით ჩატარების უზრუნველყოფას.

,,საპატრიარქომ მიიღო გადაწყვეტილება, ვისარგებლოთ უფლებით და მედიის წარმომადგენლებისთვის დავაწესოთ ვითარების შესაბამისი რეგულაციები. საპატრიარქოს კუთვნილ სივრცეებში, რაც ზოგიერთ სიტუაციებში განსაკუთრებით დიდ დღესასწაულებზე, აკრედიტაციის წესის გამოყენებასაც გულისხმობს. როგორც მოგეხსენებათ, საკუთრების უფლება, საპატრიარქოს ანიჭებს უფლებას და შესაძლებლობას, თავად განსაზღვროს მის ტერიტორიაზე ქცევის წესი. მითუმეტეს, თუ ეს წესი საკითხის მოგვარებას ემსახურება. ამდენად, საპატრიარქო მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში, რის საფუძველზეც წინასწარ აცნობს საზოგადოებას, მედიას ინფორმაციას ცალკეული რეგულაციების თაობაზე. თითოეული რეგულაცია მიმართული იქნება საღვთო მსახურების სათანადო წესით ჩატარების უზრუნველსაყოფად. გარდა იმისა, რომ ტაძრის შინაგანა წესით აუცილებელია, ჟურნალისტმა დაიკავოს მედიისთვის გამოყოფილი ადგილი, რიგ შემთხვევებში, საპატრიარქო დაიტოვებს უფლებას, გააკონტროლოს დასწრების საკითხი”,- განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

მსგავსი თემები