,,მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება”- რუსთავში 4 წლის ბავშვს ავტობუსი დაეჯახა

რუსთავში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ, რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმო მოკლე განცხადებას ფეისბუქით ავრცელებს:

,,უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამთ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გამოწვეული ტრაგედიის გამო. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახს.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება,”- ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, რუსთავში, ავტოსაგზაო შემთხვევას 4 წლის ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ცემენტის ქარხნის მიმდებარედ მცირეწლოვან ბავშვს რუსთავის მუნიციპალური ავტობუსი შეეჯახა.

მსგავსი თემები