სარფის საბაჟოზე მამაკაცი დააკავეს, რომელსაც სხეულზე მიმაგრებული 1100 ფუტკარი გადაჰყავდა

სარფის საბაჟოზე საქართველოდან თურქეთში მიმავალი მამაკაცი დააკავეს, რომელსაც სხეულზე მიმაგრებული 1100 ფუტკარი გადაჰყავდა.

თურქული მედიის ინფორმაციით, მამაკაცს შესაბამისი საბუთები ჰქონდა და სარფის სასაზღვრო პუნქტზე სკანირება გაიარა, თუმცა საბაჟო სამმართველოს კონტრაბანდის საწინააღმდეგო განყოფილების თანამშრომლებმა საეჭვო საქციელის გამო გააჩერეს და სვიტერის ქვეშ დიდი რაოდენობით ყუთები აღმოუჩინეს, რომლებშიც 110 ფუტკარი იყო.

აღნიშნული პიროვნება  დაკავებულია.

მსგავსი თემები