„ყველაფერს ვერ გაგიმხელთ, ეს თავდასხმაა“ – პრეზიდენტი ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი საინფორმაციო შეტევის ნაწილს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას რომ რუსი სამხედროები ხერსონიდან გარბიან. როგორც ზელენსკი აცხადებს,  რუსეთის სამხედრო ძალები ხერსონიდან არ მიდიან და მათი „მზადება გასვლისთვის“, საინფორმაციო ოპერაციაა.

„ვერ ვხედავ, რომ ისინი ხერსონიდან გარბიან. ეს საინფორმაციო შეტევაა. ყველაფერს ვერ გაგიმხელთ. ეს თავდასხმაა, რომ ჩვენ იქ მივიდეთ და მოვხსნათ ხალხი სხვა სახიფათო მიმართულებებიდან. ეს ყველაფერი იყო საინფორმაციო ოპერაცია. ისინი არ არიან მზად ხერსონის დასატოვებლად. ისინი ადგილზე არიან. ჩვენ ამას ვხედავთ“ – აცხადებს პრეზიდენტი ზელენსკი.

ვოლოდიმირ ზელენსკის განმარტებით, რუსეთი შეჩერებას არ აპირებს და მხოლოდ ერთი გეგმა აქვთ.

„უკრაინა ხერსონის გათავისუფლებას აუცილებლად შეძლებს. ეს რთულია, რადგან ამის საფასური ხალხია. ჩვენ ხალხს ისე არ ვექცევით, როგორც რუსეთი.  ვთხოვთ პარტნიორებს, მოგვცენ უფრო მეტი ჯავშანტექნიკა, რათა მეტი ადამიანის სიცოცხლე შევინარჩუნოთ. მათ არ სურთ გაჩერება. მათი მისია მხოლოდ ერთია, მათ სათადარიგო გეგმები არ აქვთ. მხოლოდ ერთი გეგმა აქვთ – მოახდინონ მთელი უკრაინის ოკუპაცია“, – აცხადებს პრეზიდენტი.

 

მსგავსი თემები