„გამგები გაიგებს… ჩემი მიმართვის ადრესატები ამერიკელი პარტნიორები არიან“ – ლევან მურუსიძე

ამერიკაში, მოსამართლეების გაცვლით პროგრამებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრ ლევან მურუსიძეს დღეს განმარტებების გაკეთება მოუწია. როგორც მურუსიძე აცხადებს, მისი განცხადების ადრესატები მოსამართლეები არ ყოფილან.

„გამგები გაიგებს. ჩემი მომართვის ადრესატები არ ყოფილა არც არასამთავრობოები და არც მოსამართლეები. შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, რომ  ბევრი ლაპარაკის გარეშე, ვისაც მივმართე მათთვის ყველაფერი გასაგებია. ვის მივმართე და მივმართე ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს და ზუსტად, დარწმუნებული ვარ, ისინი ზუსტად გაიგებდნენ ჩემი მიმართვის შინაარსს. რაც შეეხება იმას, რომ ჩემი კოლეგები დღეს შეფასებებს აკეთებდნენ, მე მიმაჩნია, რომ მათი ადრესატი დღეს მე არ ვარ. შესაბამისად, ჩემი მიზანი არ ყოფილა, ვინ რა შეჯიბრობითობის პრინციპი შეისწავლა კარგად. იმასაც ვერ დავიწყებ, რამდენ მოსამართლესთან მქონია ურთიერთობა, რომლებიც ამბობენ, რომ ეს ყველაფერი ნასწავლი აქვთ და იქ ჩასვლა ნაყოფიერი იყო თუ არ იყო ნაყოფიერი“ – აცხადებს მურუსიძე.

შეგახსენებთ, რომ ლევან მურუსიძის განცხადებით, მოსამართლეები, რომლებიც შტატებში მოჰყავთ მხოლოდ შენობებს ათვალიერებინებენ და ეს ვიზიტები შედეგის მომცემი არ არის.

ლევან მურუსიძე აცხადებს, რომ მოსამართლეები ამერიკაში მხოლოდ შენობების სანახავად მიჰყავთ და სხვა შედეგი არ არის

 

მსგავსი თემები