„უკრაინის სუვერენიტეტის ერთადერთი გარანტორი შეიძლება იყოს რუსეთი“ – ვლადიმერ პუტინი

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ისევ უკრაინის მიწებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ის, ერთ დროს რუსეთს ეკუთვნოდა. პუტინი სტალინს ახსენებს და ამბობს, რომ სწორედ მისი დამსახურებაა, რომ უკრაინას დღეს ტერიტორიები აქვს.

„სტალინმა აიღო და გადასცა უკრაინას რიგი პოლონური, უნგრული და რიგი რუმინული ტერიტორიები ამ ქვეყნებიდან მათი ტერიტორიების წაღების შემდეგ. პოლონელებს, რომლებიც არ მონაწილეობდნენ ჰიტლერის კოალიციაში, აღმოსავლეთ გერმანული მიწის ნაწილი. ეს ისტორიული ფაქტია და ამგვარად შეიქმნა დღევანდელი უკრაინა. ღიად ვამბობ, რომ უკრაინის სახელმწიფოებრიობის და სუვერენიტეტის ერთადერთი, ნამდვილი და სერიოზული გარანტორი შეიძლება იყოს მხოლოდ რუსეთი, რომელმაც შექმნა დღევანდელი უკრაინა“, – აცხადებს ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტი.

 

მსგავსი თემები